აშშ-ში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები ჯო ბაიდენმა მოიგო

აშშ-ში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები ჯო ბაიდენმა მოიგო

1523738
აშშ-ში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები ჯო ბაიდენმა მოიგო
Joe Biden.2.jpg

ამერიკის შეერთებულ შტატებში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 3 ნოემბერს ჩატარდა, დემოკრატთა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს Associated Press-ის მონაცემების თანახმად, ბაიდენმა მისი კონკურენტი და მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში დაამარცხა, რითაც გამარჯვება მოიპოვა.

ცოტა ხნის წინ ხმების დათვლა დასრულდა პენსილვანიაში, ხოლო დათვლის პროცესი ისევ გრძელდება ნევადაში, არიზონაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიის შტატებში.

AP– ს მონაცემებით, ბაიდენმა იქ ხმების 49,6 პროცენტი მიიღო და 20 დელეგატი მოაგროვა.

ამგვარად, ბაიდენმა, რომელმაც პენსილვანიაში გამარჯვა, უფლება მოიპოვა 284 დელეგატი გააგზავნოს საარჩევნო საბჭოს შემადგენლობაში.

ჯორჯიის, ნევადისა და არიზონას შტატებში, სადაც ბაიდენი ლიდერობს, ტრამპის გამარჯვებაც კი აღარ იმოქმედებს შედეგზე.

ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კამალა ჰარისი ისტორიაში შევიდა, როგორც ემიგრანტი წარმოშობის ქალი ვიცე-პრეზიდენტი.

ჰარისი ასევე კალიფორნიის სენატორია.

შედეგების გამოცხადების შემდეგ, მხარეთა განცხადებებმაც არ დააყოვნა. ჯო ბიდენმა აღნიშნა:” ჩემთვის პატივია ამერიკელი ხალხის ნდობა ჩემდამი და ჰარისისადმი, რომელიც აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად”.

დონალდ ტრამპმა კი განაცხადა:” მე არ გავჩერდები მანამ, სანამ ხალხი არ მიიღებს პატიოსანი ხმის დათვლას, რომელსაც იმსახურებს და დემოკრატიას, რომელსაც ის მოითხოვს. “



მსგავსი ინფორმაციები