აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები იმართება

აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები იმართება

1522516
აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები იმართება

ამერიკის შეერთებული შტატების 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებში გაურკვევლობა და საფოსტო კენჭისყრის თაობაზე კამათი ბევრ შტატში გააპროტესტეს.

მომიტინგეები ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესის თაოსნობით მთელს ქვეყანაში მეორე ღამითაც გამოვიდნენ ქუჩებში.

დემოკრატების ამომრჩევლები, ნიუ-იორკის ორ ცალკეულ ოლქში, სადაც არჩევნებში გაიმარჯვა დემოკრატმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, ქუჩებში გამოვიდნენ. მათ მანჰეტენის მე -5 გამზირზე ტრამპ ტაუერის შენობის ახლოს პრესისათვის განცხადების გაკეთების შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს.

მომიტინგეებს, რომლებმაც გზა გადაკეტეს „უნიონის“ მოედანთან და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა და ბევრი მომიტინგე დააკავეს.

დემონსტრანტებმა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ფილადელფია, დეტროიტი და ჩიკაგო მშვიდობიან მსვლელობები გამართეს ლოზუნგებით "დაითვალეთ ყველა ხმა".

გუშინ ქალაქ ლოს-ანჯელესში ჩატარებულ დემონსტრაციებზე დაკავებები მოხდა, დღეს კი უფრო მშვიდი საპროტესტო მსვლელობა მოეწყო პოლიციის მიერ ჩატარებული ადრეული ქმედებების გამო.

მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში 30 კაციანმა ჯგუფმა მშვიდობიანად გააპროტესტა რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადება არჩევნებში გამარჯვების შესახებ. დედაქალაქ ვაშინგტონში პოლიციის განყოფილებამ გამოაცხადა, რომ 4 ადამიანი დააკავეს დემონსტრაციის წესების დარღვევის, თავდასხმისა და ძალადობის გამო.

პროტესტო გამოსვლები სავარაუდოდ ხვალაც ბევრ ქალაქში გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები