აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ჯერ-ჯერობით გამოვლენილი არ არის

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ჯერ-ჯერობით გამოვლენილი არ არის

1522203
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ჯერ-ჯერობით გამოვლენილი არ არის

ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლესი ისტორიის ყველაზე „კრიტიკულად“ შეფასებულ 59-ე საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ჯერ-ჯერობით გამოვლენილი არ არის.

აშშ-ს მოსახლეობა გუშინ არჩევნებზე პრეზიდენტის ასარჩევად მივიდა, რომელმაც ქვეყანა 4 წლის განმავლობაში უნდა მართოს. არჩევნების შედეგებს მოსახლეობა მოუთმენლად ელის. კრიტიკულ შტატებში ხმების დათვლა ისევ გრძელდება, რის გამოც გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა.

არჩევნებში, რომელშიც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი მონაწილეობდნენ, არც ერთ კანდიდატს ჯერ არ მიუღია თეთრ სახლში შესასვლელად საჭირო 270 დელეგატი.

სააგენტო Associated Press-ის მიერ გამოცხადებული არაოფიციალური შედეგების თანახმად, ტრამპი იღებს დათვლილი ხმების 48.1 პროცენტს, ხოლო ბაიდენი 50.3 პროცენტით ლიდერობს.

ბაიდენმა ამ დრომდე გამოცხადებულ შტატებში 264 დელეგატს მიიღო, ტრამპმა კი 214-ს.

ალასკის, ნევადას, პენსილვანიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის შტატების შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.

ამავდროულად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის მენეჯერმა, ბილ სტეპიენმა განაცხადა, რომ ისინი ვისკონსის ხმების ხელახლა დათვლისთვის განაცხადს შეიტანენ და შესაძლოა ზოგიერთი სხვა შტატის შედეგები სასამართლში გაასაჩივრონ.

მოგვიანებით ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის გამარჯვებას ჯერ არ გამოაცხადებს, მაგრამ ხმების დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ გამარჯვებულები ის და ამერიკელი ხალხი იქნებიან.



მსგავსი ინფორმაციები