ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა

1520653
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ერთ-ერთ სინაგოგასთან ახლოს, 6 სხვადასხვა წერტილში მომხდარი ტერაქტის შედეგად წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰარალდ სიროსმა, ავსტრიის საინფორმაციო სააგენტოს (APA) განუცხადა, რომ ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

ვენის ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტოფ მიერაუს განცხადებით, ასევე დაჭრილია 15 ადამიანი და 7 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლ ნეჰამერმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო ავსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი რთული დღე და დაამატა: "სამწუხაროდ, ბევრი დაშავებული და დაღუპული გვყავს. ჩვენი სპეცრაზმლების თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, ერთი თავდამსხმელი განეიტრალდა. ამჟამინდელი ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი გაქცეულია."

ნეჰამერმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ არ დატოვონ თავიანთი სახლები, თუ ეს ძალიან აუცილებელი არ არის, საჭიროა ქალაქის ტურისტული ადგილიდან, სადაც თავდასხმა მოხდა, პირველი ვენიდან შორს ყოფნა და რომ ბავშვები სკოლებში არ გააგზავნონ.

”ჩვენი პოლიცია განაგრძობს ბრძოლას ამ ამაზრზენი ტერაქტის ჩამდენების წინააღმდეგ” - განაცხადა ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან კურცმა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

კურცმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას სოლიდარობის გამოცხადებისთვის და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ნათესავებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

მეორეს მხრივ, ავსტრიის ებრაული საზოგადოების პრეზიდენტმა, ოსკარ დოიჩმა, სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სინაგოგა იმ ადგილას, სადაც თავდასხმა მოხდა, დაკეტილი იყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, წარმოადგენდა თუ არა სამიზნეს სინაგოგა.


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #ვენა , #ავსტრია

მსგავსი ინფორმაციები