რუანდაში გენოციდის 5000-მდე მსხვერპლის საფლავი აღმოაჩინეს

რუანდაში გენოციდის 5000-მდე მსხვერპლის საფლავი აღმოაჩინეს

1518165
რუანდაში გენოციდის 5000-მდე მსხვერპლის საფლავი აღმოაჩინეს

რუანდის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს მასობრივი საფლავი, რომელშიც სავარაუდოდ დაკრძალულია გენოციდის 5000-მდე მსხვერპლში. ადგილობრივმა ჩინოვნიკმა რიჩარდ გასანამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაციბოს რეგიონში იპოვნეს მასობრივი საფლავი, სადაც სავარაუდოდ  ყოფილი გუბერნატორის ჟან ბატისტ გატეტის ბრძანებით მოკლული ადამიანების ცხედრებია დამარხული. მისივე თქმით, საფლავები დაახლოებით 30 მეტრ სიღრმეშია და გათხრები შესაძლოა 3 კვირას გაგრძელდეს. ჟან ბატისტ გატეტისი, გაცობის რაიონის გუბერნატორად, 1987-1993 წლებში მუშაობდა რა, რუანდის საერთაშორისო სასამართლომ მას გუბერნატორობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამო 40 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოფიციალური მონაცემებით, 2018-2019 წლებში ქვეყანაში ნაპოვნია გენოციდის დაახლოებით 118 000 მსხვერპლის ნეშტი.

ცნობისათვის, რუანდის გენოციდი, 1994 წლის 6 აპრილს დაიწყო და 100 დღეს გაგრძელდა რა, ამ ხნის განმავლობაში 800 000 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გენოციდის დაწყების მიზეზი კი იმ პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტის, იუვენალ ჰაბარიამანას თვითმფრინავის ჩამოვარდნაში, ტუტსების დადანაშაულება გახდა. გენოციდის მსხვერპლი ძირითადად ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ზომიერად განწყობილი ჰუტუს ტომელები იყვნენ.


საკვანძო სიტყვები: #გენოციდი , #რუანდა

მსგავსი ინფორმაციები