პუტინი: „ყარაბაღის მოგვარების საკითხში თურქეთიც უნდა იყოს ჩართული“

პუტინი: „ყარაბაღის მოგვარების საკითხში თურქეთიც უნდა იყოს ჩართული“

1518218
პუტინი: „ყარაბაღის მოგვარების საკითხში თურქეთიც უნდა იყოს ჩართული“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის  მოგვარების მოლაპარაკებებში თურქეთი და სხვა მრავალი ქვეყნებიც უნდა იყოს ჩართული. პუტინმა, ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მხარეებს დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

„თავდაპირველად, უნდა დასრულდეს სამხედრო მოქმედებები, უნდა დასრულდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით,  მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, ეუთო-ს  თანათავმჯდომარეები, მრავალი სხვა ქვეყანა და რა თქმა უნდა თურქეთიც უნდა იჯდეს, რის შედეგადაც საერთო ინტერესების ამსახველი გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმა უნდა იქნეს შემუშავებული“, განაცხადა  პუტინმა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ყარაბაღი , #პუტინი

მსგავსი ინფორმაციები