კოვიდ-19-ის შედეგად  1500 ექთანი დაიღუპა

კოვიდ-19-ის შედეგად  1500 ექთანი დაიღუპა

1518168
კოვიდ-19-ის შედეგად  1500 ექთანი დაიღუპა

ექთანთა საერთაშორისო საბჭოს (ICN) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შედეგად, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 44 ქვეყანაში 1500 ექთანი დაიღუპა.  საბჭო, რომლის ცენტრიც ჟენევაშია განთავსებული და მასში 130 ქვეყნიდან 20 მილიონი ექთანია გაწევრიანებული, გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, 195 ქვეყნიდან მხოლოდ 44-ში, კოვიდ-19-ის შედეგად დღემდე 1500 ექთანი დაიღუპა. მათივე განცხადებით, შოკისმომგვრელია, რომ ამდენი ექთანი გარდაიცვალა ამ ეპიდემიის დროს, ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს.


საკვანძო სიტყვები: #ექთნები , #კოვიდ-19

მსგავსი ინფორმაციები