აფეთქება მედრესეში

7 კაცი დაიღუპა, 70 დაიჭრა

1516514
აფეთქება მედრესეში

პაკისტანის ხაიბარ პაჰტუნჰვას შტატში, მედრესეს აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით 7 მოსწავლე დაიღუპა. ქვეყნის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება მოხდა ხსენებული პროვინციის პეშავარის რეგიონში, გაკვეთილების მიმდინარეობისას, რასაც 7 მოსწავლე ემსხვერპლა, 70-მდე კაცი კი დაიჭრა, რომელთა შორის უმრავლესობას კვლავ მოსწავლეები შეადგენენ. ამავე ინფორმაციით, აფეთქებისას სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა 5 კილოგრამი ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება. აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და მეხანძრეები მიავლინეს. ამ აფეთქებაზე  პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავინ აიღო



მსგავსი ინფორმაციები