ეკლესიის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
დაიღუპა 18 კაცი

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო განაში, 6 სართულიანი ეკლესიის დანგრევის შედეგად თვრამეტი ადამიანი დაიღუპა. კატასტროფებისა და მართვის ეროვნული ორგანიზაციის (NADMO) აღმოსავლეთის პროვინციის დირექტორმა რიჩარდ ამო იართიმ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე მანსო აკროსოს რაიონში 6 სართულიანი ეკლესია ჩამოინგრა და ნანგრევებ ქვეშ 18 ადამიანის ცხედარს მიაგნეს, ხოლო 8 ადამიანი კი ცოცხლად გამოიყვანეს. მისივე თქმით, NADMO-ს ჯგუფები აგრძელებენ ძიებას და სამაშველო მცდელობებს, რადგან, სავარაუდოდ ეკლესიის ჩამონგრევის დროს შიგნით 60-ზე მეტი კაცი იმყოფებოდა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება უფრო მეტად გაიზარდოს
მსგავსი ინფორმაციები

ზელენსკიმ მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა
ზელენსკიმ მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება