ამერიკა-ისრაელის ერთობლივი წვრთნები

ამერიკა-ისრაელის ერთობლივი წვრთნები

1509640
ამერიკა-ისრაელის ერთობლივი წვრთნები

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ძალების სარდლობამ (CENTCOM) გამოაცხადა, რომ მათმა F-35 თვითმფრინავებმა, ისრაელის საჰაერო სივრცეში ისრაელის F-35 საბრძოლო  თვითმფრინავებთან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. აშშ-ს ცენტრალური ძალების სარდლობის საჰაერო ძალების მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ დასრულდა სწავლება „მდგრადი განათება III“, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა, აშშ-ისრაელის საჰაერო ძალების მხრიდან და რომელშიც მონაწილეობდნენ F-35 თვითმფრინავები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ წვრთნებში მტრის თვითმფრინავების როლში მონაწილეობდნენ F-16 თვითმფრინავები, აგრეთვე ტანკერები და რადარის თვითმფრინავები. ამავე ინფორმაციით, F-35-ები წვრთნების დროს საჰაერო დარტყმების დროს  წინააღმდეგობის გაწევას და ასევე  ხმელეთსა და ჰაერზე მტრის ელემენტებთან  დაპირისპირებისას  სამიზნე არეალში მოხვედრის მანერებსაც სწავლობდნენ.

შეგახსენებთ, რომ  ისრაელის შეიარაღებული ძალების აღრიცხვაში 16 ერთეული F-35 თვითმფრინავი შედის.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #ამერიკა

მსგავსი ინფორმაციები