ჰელმანდში 2 სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
დაიღუპა 9 კაცი
1508622
ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, 2 სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ავღანეთის საჰაერო ძალების კუთვნილი "MI-17" ტიპის 2 სამხედრო ვერტმფრენი, ჰელმანდის პროვინციის ნავეს რაიონის აეროდრომიდან აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოვარდნენ. ამავე განცხადებით, ვერტმფრენები ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდნენ და 9 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების განცხადებით კი, ორი ვერტმფრენი, რომლებსაც დაჭრილი ჯარისკაცები გადაჰყავდათ, აფრენისთანავე ერთმანეთს შეეჯახნენ და 10-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა