გებრეიესუსი: „მასიური იმუნიტეტის შექმნასთან დაკავშირებით ზოგიერთის მიდგომა ამორალურია“
გებრეიესუსი: „მასიური იმუნიტეტის შექმნასთან დაკავშირებით ზოგიერთის მიდგომა ამორალურია“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ მასიური იმუნიტეტის შექმნასთან დაკავშირებით ზოგიერთის მიდგომა ამორალურია. მან ამის შესახებ, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ჯანმო-ს შტაბ-ბინაში, ვიდეო კონფერენციის მეთოდით ჯანმო-ს ორგანიზაციის პანდემიის ექსპერტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დაინფიცირებულთა რიცხვი ახალ რეკორდებს ამყარებს. ამის ნათელი მაგალითი კი მრავალ ქალაქებში და ქვეყნებში ჰოსპიტალიზაციის გადატვირთული მაჩვენებლებია. გებრეიესუსმა ზოგიერთის მიდგომა მასობრივ იმუნიტეტის შექმნაზეც ისაუბრა და დასძინა: „ეს მეცნიერულად და ეთიკურად ამორალურია. მასობრივი იმუნიტეტი არა ადამიანების დაინფიცირების, არამედ მათი ვირუსისგან დაცვის გზით უნდა მივაღწიოთ. ვირუსის არაკონტროლირებად მიმოქცევაში დაშვება ნიშნავს ზედმეტი ინფექციების, ტანჯვისა და სიკვდილის დაშვებას. ჩვენს ხელთ არსებულ მექანიზმს თუ სწორად გამოვიყენებთ, ჩვენ პანდემიას მალე დავასრულებთ. თუ არ გამოვიყენებთ, ვირუსი ჩვენთან ძალიან დიდხანს დარჩება“.