ჯანმო მორიგ შემაშფოთებელ განცხადებას ავრცელებს

ჯანმო მორიგ შემაშფოთებელ განცხადებას ავრცელებს

1503370
ჯანმო მორიგ შემაშფოთებელ განცხადებას ავრცელებს

მსოფლიოში ახალი ტიპის  კორონავირუსით, (კოვიდ-19) სავარაუდოდ, ყოველი ათიდან ერთი ადამიანი დაინფიცირდა.  ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა. მან ამის შესახებ, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში „კოვიდ-19-თან ბრძოლის შესახებ“,  WHO-ს დირექტორთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  მაიკ რაიანის განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ რისკის ქვეშაა.

„ჩვენი შეფასებით, ამ ვირუსით შესაძლოა, დაავადებული ყოფილიყო მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10%. (780 მილიონი) ეს მონაცემი განსხვავდება ქვეყნის მიხედვით, ასევე სოფლებისა და ქალაქების მიხედვით, დამოკიდებულია სხვადასხვა ჯგუფზე. თუმცა ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა კვლავ რისკის წინაშე რჩება“, განაცხადა რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ახლა რთული პერიოდი იწყება, დაავადება გავრცელებას განაგრძობს.



მსგავსი ინფორმაციები