პრეზიდენტმა ერდოღანმა ფაიეზ ალ-სარაჯი მიიღო

პრეზიდენტმა ერდოღანმა ფაიეზ ალ-სარაჯი მიიღო

1502672
პრეზიდენტმა ერდოღანმა ფაიეზ ალ-სარაჯი მიიღო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ საღამოს სტამბოლში,    ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი  ფაიეზ ალ-სარაჯი მიიღო. ვაჰდეთინის სასახლეში გამართული პირისპირი შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა რა, ამის შემდეგ დელეგაციებს შორის გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული.

„შეხვედრაზე პრეზიდენტმა ერდღანმა კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ თურქეთი, ლიბიისადმი თანადგომას აგრძელებს და ასე გააგრძელებს მომავალშიც რა, ანკარა, ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასთან ურთიერთობების გაღრმავებისათვის საჭირო ნაბიჯებს დგამს. შეხვედრაზე ასევე გაერო-ს მიერ, თურქეთ-ლიბიას შორის გაფორმებული „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის“  ოფიციალურად დამტკიცებაც იქნა განხილული. ორივე მხარე ამ ფაქტს დიდი სიხარულით შეხვდა“, - ნათქვამია კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები