გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მოუწოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეტაკებები

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მოუწოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეტაკებები მთიან ყარაბაღში და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს

1500267
გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მოუწოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეტაკებები

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მოუწოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეტაკებები მთიან ყარაბაღში და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ დახურულ სხდომაზე განიხილა მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტი.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეშფოთებულები არიან მთიან ყარაბაღში საკონტაქტო ხაზზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამო.

გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელმაც დაგმო კონფლიქტში  მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფატქები და ძალის გამოყენება,  მოუწოდა მხარეებს დაუყოვნებლივ განმუხტონ დაძაბულობა და დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს.

27 სექტემბრის დილის საათებში შეტაკებები დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე, მას შემდეგ რაც სომხურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის სამოქალაქო დასახლებებს.

აზერბაიჯანის ჯარმა კონტრშეტევა დაიწყო და ზოგიერთი დასახლება ოკუპაციისგან გაათავისუფლა.


საკვანძო სიტყვები: #აზერბაიჯანი , #სომხეთი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები