პომპეოსა და სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პომპეოსა და სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1498293
პომპეოსა და სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სატელეფონო საუბარი გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებული მოვლენები და ნატოს ერთიანობის მნიშვნელობა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პომპეო მიესალმება თურქეთისა და საბერძნეთის ლიდერების განცხადებებს, რომ ისინი მოლაპარაკებებს დაიწყებენ და მხარეებს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა.



მსგავსი ინფორმაციები