გაერო: „ყოველწლიურად დაახლოებით 1,6 ტრილიონი დოლარის ფულის გათეთრება ხდება“

გაერო: „ყოველწლიურად დაახლოებით 1,6 ტრილიონი დოლარის ფულის გათეთრება ხდება“

1497051
გაერო: „ყოველწლიურად დაახლოებით 1,6 ტრილიონი დოლარის ფულის გათეთრება ხდება“

გაერომ  განაცხადა, რომ რესურსები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად, ამოწურულია გადასახადების თავიდან აცილების, კორუფციისა და ფინანსური დანაშაულების გამო რა, ყოველწლიურად დაახლოებით 1,6 ტრილიონი დოლარის ფულის გათეთრება ხდება.

გაერომ,  საერთაშორისო ფინანსების სფეროში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, გლობალურ ფინანსებზე გადასახადების თავიდან აცილების, ფულის გათეთრებისა და კორუფციის გავლენის შესახებ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რესურსები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად, იხარჯება გადასახადების თავიდან აცილების, კორუფციისა და ფინანსური დანაშაულების გამო. ამავე ანგარიშის მიხედვით მოგების გადაწევა მთავრობებს ყოველწლიურად 500 მილიარდი დოლარი უჯდება, 7 ტრილიონი დოლარი ინახება საგადასახადო თავშესაფრებში და ყოველწლიურად იგი მთლიანი ეროვნული პროდუქტის 2.7%-ს  შეადგენს.


საკვანძო სიტყვები: #გაერო

მსგავსი ინფორმაციები