აქტუალური თემის ანალიზი 39

ლიბიის კრიზისი და მისი მოგვარების მცდელობები

1497032
აქტუალური თემის ანალიზი 39

 

ლიბიაში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ე.ი. სამხედრო ასპარეზიდან პოლიტიკურზე გადასვლამ, ქვეყანაში განსხვავებული დინამიკების ამოქმედება გამოიწვია. მაროკოსა და მონტროში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, წინა პლანზე გადმოიწია საპრეზიდენტო საბჭოს რესტრუქტურიზაციის განზრახვამ. ამიტომ, ტრიპოლისა და ბენგაზის საზოგადოებრივი დემონსტრაციების შედეგად გამოწვეული საშინაო პოლიტიკური დაძაბულობის პარალელურად, UMH-ის პრემიერ მინისტრმა სერრაჯმა და ხაფტარის ე.წ. პრემიერ მინისტრმა ტნინმა, ერთდროულად გააკეთეს განცხადებები გადადგომის თაობაზე. მოკლედ, სერრაჯის განცხადება ოქტომბერში თანამდებობის დატოვების შესახებ, საპრეზიდენტო საბჭოს რესტრუქტურიზაციის საკითხი და კრიზისის პოლიტიკური ნიადაგის შეცვლა, ყველაფერი ეს, ახალი დაძაბულობებისათვის ახალი ნიადაგისა და საფუძვლების მომზადებაზე მიგვანიშნებს. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, დოცენტ- დოქტორის მურატ იეშილთაშის მხრიდან მომზადებულ ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

როგორც ჩანს, ხაფთერის მხარდამჭერი ქვეყნები, ყველანაირად შეეცდებიან და მზარდ ინტერესს გამოიჩენენ თავიანთი მომხრეების შეყვანას სახელმწიფო ორგანოების კრიტიკულ თანამდებობებზე. ასეთი სურათი კი, ბუნებრივად მოახდენს იმ ინდივიდებისა და ჯგუფების მობილიზებას, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური მომავალის შექმნას, სწორედ გარე ძალებზე დაყრდნობით შეეცდებიან. ასე რომ, ლიბიის კონკურენტუნარიანი სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურა შეიძლება დაექვემდებაროს ახალ კოალიციებს ან ახალ ინიციატივებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლიბიის შიდა პოლიტიკური დაპირისპირება, მკაცრი მომავლისთვის ემზადება.

კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტისკენ;  ლიბიის სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტ ჰალიდ მიშრისა და წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარე აქილა სალიჰს შორის მაროკოში გამართული მოლაპარაკებები, გადამწყვეტი აღმოჩნდა ქვეყანაში კრიზისის დასრულების მცდელობაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ რაიმე კონკრეტული განცხადება არ გააკეთეს ამ შეხვედრის შესახებ, გასული კვირის განმავლობაში მიშრის მიერ ანკარაში გამართული მოლაპარაკებები და სალეჰის კი კაიროში ხაფთერთან გამართული შეხვედრა, მაროკოს დიალოგის მნიშვნელობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ეგვიპტის პრეზიდენტი სისი, დიდ სირთულეებს განიცდის ჰაფტარისა და სალიჰის ერთად მოქმედების დაყაბულებაზე, რადგან, მათ შორის ურთიერთობები მთლად დალაგებული არ არის. მონტროს შეხვედრას კი “ლიბიის დიალოგი“ შეარქვეს და მასზე უფრო კონკრეტული მოვლენები განითარდა. აქ კომპრომისულ თემად გამოცხადდა პოლიტიკური პროცესის დაწყება და პრეზიდენტის საბჭოს რესტრუქტურიზაცია. სერრაჯმაც, სწორედ ამ განცხადების შემდეგ გააჟღერა თავისი პოლიტიკური ცვლილებების დისკურსი.

როგორც ჩანს, ლიბიის პოლიტიკამ ახლიდან დაიწყო დუღილი. პოლიტიკური ატმოსფეროს ზრდასთან ერთად ნათლად და კარგად იგრძნობა ის დისკურსი, რომელიც ნაკარნახევია იმ სახელმწიფოების მიერ, რომელთაც სურთ ლიბიის კონტროლი და ამ მხრივ არ იშურებენ არავითარი ძალისხმევის გამოჩენასაც. ამ დროს სხვა სახელმწიფოები შეაშფოთა ასევე რუსეთსა და თურქეთს შორის ლიბიის საკითხზე ჩატარებულმა შეხვედრებმაც. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა, ამ კვირაში განაცხადა, რომ ლიბიის კრიზისის მოგვარებაში თურქეთთან ახლოს არიან მორიგებასთან, რაც საყურადღებო განაცხადია დროის კონტექსტში, ვინაიდან, ამ ორ ქვეყანას ერთი საერთო თვისება აქვთ და ეს არის მათი სამხედრო ყოფნა ლიბიაში.

ლიბიის პოლიტიკური მომავლისთვის, ხაფთრერ-სალეჰის დუეტი და მათი მხარდამჭერი ქვეყნების ერთობლივი სურვილია, რუსეთისა და თურქეთის ლიბიაში ყოფნისათვის ბოლოს მოღება.  მართლაცდა, აშშ-ის უარყოფითი რეაქცია რუსეთისა და თურქეთის ლიბიაში ყოფნაზე აშკარად ჩანს ამ ქვეყნის აფრიკის სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებებში.

გარდა ამისა, საყურადღებოა ასევე აშშ-ის მცდელობები ეკონომიკური განზომილებითაც, რომელიც სამხედრო და პოლიტიკურ პრობლემებს აღემატება კიდეც. მაგალითად, აშშ-ს სურს, რომ  ლიბიაში ნავთობის შემოსავლები, ამერიკულმა ბანკმა გააკონტროლოს. ე.ი. მისი მიზანია, ამერიკული ფირმის მეშვეობით ლიბიის ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე ზედამხედველობაც და ფინანსურ სექტორზე დომინირებაც. მას ასევე სურს ლიბიის უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ტენდერის ამერიკულ ფირმა “Jones/ჯონსი“-სათვის გადაცემა, რათა ლიბიაში თავდაცვის პროდუქტების ექსპორტიც მოახდინოს. აი ამ მიზნების განსახორციელებლად კი, აშშ-ი რეალურად უნდა წავიდეს თურქეთთან თანამშრომლობაზე

ამ ბოლო დროს გერმანიამაც გაზარდა პოლიტიკური ინიციატივები და ამბიციები, რათა ისიც გადაიქცეს ლიბიაში აქტიურ მოთამაშედ. სწორედ მის ფარგლებში, გასული კვირის განმავლობაში გერმანიის ელჩი ოლივერ ოუკა ჯერ ლიბიის მინისტრებს შეხვდა, შემდეგ კი მსხვილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც ეწვია. მისი მთავარი განსახილველი თემა კი იყო, ლიბიის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის შემდეგ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და  კომერციული გარემოს მომზადება

რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, მეტად მნიშვნელოვანია ლიბიაში ინიციატივის ხელში აღება. ამისათვის კი აუცილებლად საჭიროა ლიბიის პოლიტიკური სადავეების ხელში დაჭერა და ამასთან, აქედან სხვა სახელმწიფოების განდევნა. ამ კონტექსტში თურქეთ-რუსეთის კომპრომისის საპასუხოდ, აშშ-სა და გერმანიის ინიციატივით, დაგეგმილია ბერლინის მეორე კონფერენციის მოწვევა.

მოთამაშეები, რომლებიც ამ კონფერენციაზე მუდმივად გაიმეორებენ შერიგების დისკურსს და პოლიტიკურ გადაწყვეტას, ერთმანეთს აიძულებენ კრიზისის მოგვარების გეგმის მიღებინებას. თუ ასე მოხდება, მაშინ, უაზრობას შეიძენს რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარე ლიბიის მოლაპარაკებები, მით უმეტეს, რომ მოთამაშეები, განსაკუთრებით აშშ-ი, კონფერენციაზე უცხოელი შეიარაღებული დაჯგუფებების ლიბიიდან გაყვანაზე გაამახვილებენ ყურადღებას. შიდა პოლიტიკურ ბალანსებში გარდაქმნაც იმოქმედებს ლიბიის შესახებ კონფერენციის შედეგების ასახვაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბერლინის მეორე კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებების პარალელურად, სავარაუდოდ, ახალი ალიანსების ფორმირებაც მოხდება ლიბიაში მოთამაშე სახელმწიფოებს შორის, წერს SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, დოცენტი-დოქტორი მურატ იეშილთაში



მსგავსი ინფორმაციები