ევროკავშირის სამიტი გადაიდო, მიშელი თვითიზოლაციაშია

ევროკავშირის სამიტი გადაიდო, მიშელი თვითიზოლაციაშია

1495582
ევროკავშირის სამიტი გადაიდო, მიშელი თვითიზოლაციაშია

ევროკავშირის სამიტი, რომელიც 24-25 სექტემბერს  უნდა გამართულიყო ბრიუსელში, ერთი კვირით გადაიდო, რათა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, თვითიზოლაციაში  შეძლოს დარჩენა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მისი დაცვის წევრი კორონავირუსითაა ინფიცირებული. ამიტომ ბლოკის ლიდერები 1-2 ოქტომბერს შეიკრიბებიან, განცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

სავარაუდოდ, ევროკავშირის ლიდერები სამიტზე, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასევე  კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გასატარებელ ზომებს და ეკონომიკურ პოლიტიკას განიხილავენ.


საკვანძო სიტყვები: #გადაიდო , #ევროკავშირის სამიტი

მსგავსი ინფორმაციები