ავსტრალიაში სანაპიროებზე კიდევ 200 ვეშაპი გამოირიყა

ავსტრალიაში სანაპიროებზე კიდევ 200 ვეშაპი გამოირიყა

1495977
ავსტრალიაში სანაპიროებზე კიდევ 200 ვეშაპი გამოირიყა

ავსტრალიაში, ტასმანიის შტატში, მაკკუარი ჰედსის რეგიონში 270 ვეშაპის მეჩხერ წყლებში ჩარჩენის შემდეგ ამ მდგომარეობაში კიდევ 200 ვეშაპი აღმოჩნდა.

ტასმანიის პარკებისა და ველური ბუნების სერვისების დირექტორმა ნიკი დეკამ განაცხადა, რომ 200 ვეშაპი, რომლებიც სავარაუდოდ, მასობრივად ჩარჩნენ მეჩხერ წყლებში, საჰაერო ინსპექტირების დროს, ნაპირიდან დაახლოებით 7 – დან 10 კილომეტრში აღმოაჩინეს.

მისივე თქმით, ამ ვეშაპების უმრავლესობა დაღუპული ჩანს.

დეკას განცხადებით, რეგიონში სამაშველო ჯგუფები ფართო მასშტაბიან სამძებრო სამუშაოებს ჩაატარებენ.

შიშობენ, რომ ახლად აღმოჩენილი ჯგუფის ჩათვლით, შესაძლოა 300-მდე ვეშაპი დაღუპული იყოს.

დაახლოებით 40 კაციანმა სამაშველო ჯგუფმა დღემდე 25 ვეშაპის გაყვანა მოახერხა მეჩხერი წყლებიდან.

რეგიონში ვეშაპების სანაპიროზე გამორიყვა ხშირად ხდება, თუმცა ამ რაოდენობის ვეშაპს 10 წელზე მეტია არ შეხვედრიან.

ახალ ზელანდიაში 2018 წელში 200-ზე მეტი პილოტი ვეშაპი ერთი კვირის მანძილზე სხვადასხვა სანაპირობზე გამოირიყა და დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ვეშაპი , #ავსტრალია

მსგავსი ინფორმაციები