ახალი ტიპის კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 950 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 950 ათასს გადააჭარბა

1493320
ახალი ტიპის კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 950 ათასს გადააჭარბა
super covid19 3.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) გამო გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 950 ათასს, შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონ 351 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა კი 22 მილიონს გადააჭარბა.

202 ათას 114 დაღუპულით და 6 მილიონ 867 ათასი შემთხვევით ეპიდემიის ცენტრად გადაქცეულ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ იორკში სკოლების გახსნა მეორედ გადაიდო იმ მიზეზით, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მზად. მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეები 29 სექტემბერს, ხოლო საშუალო და ლიცეუმის სკოლების მოსწავლეები 1 ოქტომბერს დაიწყებენ სწავალას.

ესპანეთში, უკანასკნელ კვირაში კოვიდ-19-ისგან 419 ადამიანი გარდაიცვალა და ამით მთლიანი რიცხვი 30 ათას 405-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 11 ათას 291 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამით ინფიცირებულთა რიცხვი 625 ათას 651-მდე გაიზარდა. აღინიშნა, რომ შემთხვევათა რაოდენობის ყველაზე სერიოზული ზრდა დაფიქსირდა დედაქალაქ მადრიდის სამხრეთ უბნებში, სადაც მიგრანტები ცხოვრობენ. მადრიდის ავტონომიური ადმინისტრაცია, რომელიც ემზადება დამატებითი ზომების მისაღებად, სავარაუდოდ დააწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ამ უბნებში და ხელახლა გახსნის საველე ჰოსპიტალს, რომელიც მოქმედებდა გაზაფხულზე, როდესაც ეპიდემიამ პიკს მიაღწია.

პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათში კოვიდ -19-ის გამო 10 ადამიანი გარდაიცვალა და 770 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი 888 ათასამდე, ხოლო შემთხვევების რაოდენობა 66 ათას 396-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები