ედი რამა: „თურქეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული ქვეყანაა“

ედი რამა: „თურქეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული ქვეყანაა“

1492074
ედი რამა: „თურქეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული ქვეყანაა“

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ თურქეთი, ევროპის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მისიის მქონე ქვეყანაა. ედი რამამ ამის შესახებ, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში  ჟურნალ „The Economist“-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ როგორც საბერძნეთი ასევე თურქეთიც, ალბანეთისათვის სტრატეგიული მოკავშირე ქვეანაა. რაც შეეხება თურქეთ-საბერძნეთს შორის ურთიერთობას მან ასე შეაფასა: „მტკიცედ მჯერა, რომ არსებობს ურთიერთობის პოტენციალი, რომელიც თურქეთისა და საბერძნეთის ურთიერთობებში ევროპისთვის სასარგებლო იქნება. რადგან თურქეთი ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის შეიძლება ითქვას, რომ საკვანძო ქვეყანაა. საბერძნეთი კი ევროპის საზღვისთვის ასევე მნიშვნელობვანი ქვეყანაა. უეჭველად მიმაჩნია, რომ თურქეთის პრეზიდენტი (რეჯეფ თაიფ ერდოღანი) არ არის ანტიბერძნული ადამიანი ან პოლიტიკოსი და წარსულმა დაგვანახა ეს, რომ როდესაც არსებობს ნება, გამოსავალიც არსებობს. ამიტომ მინდა ავღნიშნო, რომ საკითხის მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გზით მოგვარებაა აუცილებელი“.



მსგავსი ინფორმაციები