როგორ აპირებს  ირანი, ყასემ სოლეიმანის შურისძიებას?

როგორ აპირებს  ირანი, ყასემ სოლეიმანის შურისძიებას?

1491058
როგორ აპირებს  ირანი, ყასემ სოლეიმანის შურისძიებას?

გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ყუდსის ძალების“ ლიდერის, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო თეირანი, ამერიკის შეერთებული შტატებისგან შურისძიებას აპირებს. ამერიკაში გამომავალი გაზეთის Politico-ს  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეირანი, აშშ-სგან შურისძიების მიზნით სამხრეთ აფრიკის ელჩის მკვლელობისთვის შეთქმულებას ამზადებს. ამავე ინფორმაციით, ირანის შურისძიებასთან დაკავშირებით, ამერიკის სადაზვერვო სამსახური შესაბამის ინფორმაციას ფლობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ყუდსის ძალების“  ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი. სულეიმანის მკვლელობის შემდეგ კი ირანის სულიერმა ლიდერმა, ალი ხამანეიმ მტკიცედ აღნიშნა, რომ მისი დაწყებული გზა აუცილებლად გაგრძელდება და სულეიმანის სისხლის ასაღებად აუცილებლად იძიებენ შურს.



მსგავსი ინფორმაციები