გერმანია ერაყს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გერმანია ერაყს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

1490606
გერმანია ერაყს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მასმა განაცხადა, რომ ბერლინი  მზად არის თავისი წვლილი შეასრულოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ერაყის მთავრობის დასახმარებლად. მან ამის შესახებ, ბერლინში თავის ერაყელ კოლეგა,  ფუად ჰუსეინისთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მასის განცხადებით, თავის ერაყელ კოლეგასთან შეხვედრის დროს რეგიონალური, ტერორისტული ორგანიზაცია დაეში-ს, რომელიც როგორც რეგიონის, ასევე სირიის და ევროპისთვისაც საფრთხის შემცველია, მის  წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა მრავალი საკითხები განიხილეს.

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ფუად ჰუსეინიმ კი აღნიშნა, რომ დაეში-ს საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს რა, მათ წინააღმდეგ როგორც სამხედრო ასევე იდეოლოგიური საერთაშორისო ბრძოლაა აუცილებელი.



მსგავსი ინფორმაციები