პუტინმა სერბეთის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა
პუტინმა სერბეთის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ვუჩიჩის განცხადებით, მარია ზახაროვას ფეისბუქპოსტის გამო, ვლადიმერ პუტინმა მას ბოდიში მოუხადა. ვუჩიჩმა, სერბეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა RTS-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ფეისბუქპოსტის გამო პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სერგეი ლავროვმა მას ბოდიში მოუხადეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც სააგენტო რია-სათვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ვაშინგტონში იმყოფებოდნენ, სადაც აშშ-სთან ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მარია ზახაროვამ გამოაქვეყნა ფოტო დონალდ ტრამპთან ვუჩიჩის შეხვედრიდან და კადრი ფილმ ძირითადი ინსტინქტი, რასაც თან ახლდა წარწერა: „თუ თქვენ თეთრ სახლში მიგიწვიეს, ხოლო სკამი ასე დადგეს, თითქოს დაკითხვაზე ხართ, დაჯექით როგორც მეორე ფოტოზეა აღწერილი. ვინც არ უნდა იყოთ. უბრალოდ, მენდეთ“.
ზახაროვას ამ შეფასებას კი სერბეთში დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
მსგავსი ინფორმაციები
აშშ აგრძელებს მოლაპარაკებებს ისრაელთან ირანის წინააღმდეგ შესაძლო შურისძიების შესახებ
აშშ აგრძელებს მოლაპარაკებებს ისრაელთან ირანის წინააღმდეგ შესაძლო შურისძიების შესახებ