მაკრონის მორიგი უცნაური განცხადება თურქეთთან მიმართებაში

მაკრონის მორიგი უცნაური განცხადება თურქეთთან მიმართებაში

1488605
მაკრონის მორიგი უცნაური განცხადება თურქეთთან მიმართებაში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების განახლება, ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. მისივე თქმით მხარეებს შორის საერთო დღის წესრიგი შეიძლება კვლავ გამოჩნდეს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში. მან ამის შესახებ, საფრანგეთის მასპინძლობთ გამართულ სამხრეთ ევროპის ქვეყნების სამიტის  (Med7) დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს  განაცხადა.

„ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ხმელთაშუაზღვისპირეთში უნდა გვქონდეს კონსტრუქციული პოლიტიკური ხედვა. კუნძულ ლესბოსზე, მიგრანტთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის გამო საბერძნეთთან თანამშრომლობას განვაგრძობთ. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა და გერმანია, საბერძნეთიდან 18 წლამდელ მიგრანტებს მიიღებენ. 2016 წელს თურქეთთან გაფორმებულ რეადმისიის ხელშეკრულებას სრულად ვემხრობით და კიდევ ერთხელ გვსურს, ეს მექანიზმი ხელახლა შევიდეს ძალაში. რაც შეეხება აღმოსავლეთ  ხმელთაშუაზღვისპირეთის საკითხს, ჩვენი მიზანია, რეგიონის მშვიდობის და სტაბილურობისათვის, თურქეთთან ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ რა, ცალმხრივი მოქმედებები შეჩერდეს, როგორც  ბურღვით ასევე სხვა საქმიანობებში,“ განაცხადა მაკრონმა.



მსგავსი ინფორმაციები