ლუკაშენკო: „თუ დღეს ბელორუსი დაიშლება, მაშინ რუსეთიც დაიშლება“

ლუკაშენკო: „თუ დღეს ბელორუსი დაიშლება, მაშინ რუსეთიც დაიშლება“

1487480
ლუკაშენკო: „თუ დღეს ბელორუსი დაიშლება, მაშინ რუსეთიც დაიშლება“

 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები, ერთ-ერთი სოციალური ქსელიდან არის მართული. ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან საუბრის დროს გააკეთა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ დღეს ბელორუსი დაიშლება, მაშინ რუსეთიც დაიშლება.

„არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამოსვლები, სოციალური მედიის კოორდინირებით ხდება. ამ მეთოდს შესაძლოა რუსეთმაც კი ვერ გაუმკლავდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ჩათვლით მრავალი ქვეყნის ლიდერთან მქონდა საუბარი. საპროტესტო აქციების ორგანიზება ძირითადად სოციალური მედია პლატფორმა Telegram-ის (ტელეგრამა) მეშვეობით ხორციელდება, რომელიც პოლონეთიდან  იმართება. შესაძლოა მსგავსი პოლიტიკური მოვლენები უახლოეს ხანებში რუსეთშიც დაიწყოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ იმ შემთხვევაში თუ დღეს ბელორუსი დაიშლება, მაშინ რუსეთიც დაიშლება“, განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს შემდეგ იმართება. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად   კვლავ მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.


საკვანძო სიტყვები: #ალექსანდრ ლუკაშენკო

მსგავსი ინფორმაციები