ნიუ-იორკში შეიარაღებული ძალადობა გაორმაგდა
ნიუ-იორკში შეიარაღებული ძალადობა გაორმაგდა
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ – იორკში, შეიარაღებული ძალადობა, აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, გასული წლის აგვისტოში ქალაქში იარაღთან დაკავშირებული 91 ძალადობრივი ინციდენტი დაფიქსირდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე თვეში კი 242.
ქალაქში, სადაც მაისის შემდეგ 791 შეიარაღებული ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, 50 პროცენტით გაიზარდა მკვლელობები.
ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიამაც გავლენა იქონია ძალადობის გაზრდაზე.
ასეთი ინციდენტები კვლავ იზრდება აშშ-ს ბევრ ქალაქში, სადაც პანდემია, პოლიციის ძალადობა და ანტირასისტული საპროტესტო აქციები ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემებს წარმოადგენს.