ტარანტის სასამართლო პროცესი დაიწყო

სავარაუდოდ მას სამუდამო პატიმრობა მიესჯება

1478203
ტარანტის სასამართლო პროცესი დაიწყო

ახალი ზელანდიის ქალაქ კრისტჩურჩში 2 მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმის დროს,  51 ადამიანის მომკვლელი და 49 ადამიანის დამჭრელი ტერორისტის ბრენტონ ტარანტის სასამართლო განხილვა უზენაეს სასამართლოში დღეს დაიწყო. პროცესი, რომელზედაც საბოლოო განაჩენი იქნება გამოტანილი, 4 დღეს გასტანს და  ხელისუფლებას უსაფრთხოების მაღალი და ინტენსიური ზომები აქვს მიღებული. მოსმენის პირველი დღეს პროცესს დაესწრებიან როგორც თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ახლობლები, ასევე გადარჩენილი დაჭრილებიც. პოლიციას გადაკეტილი აქვს სასამართლოსკენ მიმავალი გზები, ხოლო სასამართლო შენობის სახურავებზე კი სნაიპერები არიან განთავსებულნი. ტერორისტს, რომელსაც კრისტჩურჩის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კამერონ მანდერი გაასამართლებს, სხდომას დაესწრება ოკლლანდიის ციხიდან ვიდეო და აუდიო კავშირის სისტემის საშუალებით, სადაც იგი არის დაკავებული. ტერორისტმა,  საკუთარი თავდაცვის გაკეთება 13 ივლისის განცხადებაში თვით მოითხოვა და სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ აღძრული ყველა ბრალდება, მათ შორის 51 მკვლელობა, 40 მკვლელობის მცდელობა და ერთი ტერაქტი, მიიღო და აღიარა. უკიდურეს მემარჯვენე ტერორისტს, რომელიც იცავს თეთრი რასის უპირატესობას, სავარაუდოდ, 4-დღიანი გასამართლების შემდეგ სამუდამო პატიმრობა მიესჯება. ტარანტმა 2019 წლის 15 მარტს, პარასკევის ლოცვის დროს, კრისტჩურჩის ნურისა და ლინდუდის მეჩეთებზე ავტომატური იარაღით თავდასხმა განახორციელა, რომლის დროსაც 51 ადამიანი, მათ შორის 1 თურქი დაიღუპა, ხოლო 49 კი, მათ შორის 2 თურქი, დაიჭრა



მსგავსი ინფორმაციები