პაკისტანში წყალდიდობას 24 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში წყალდიდობას 24 ადამიანი ემსხვერპლა

1476706
პაკისტანში წყალდიდობას 24 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 24 ადამიანი დაიღუპა და 18 ადამიანი დაშავდა მუსონური წვიმების მიერ წარმოქმნილი წყალდიდობის გამო.

პენჯაბის პროვინციის ადგილობრივი მმართველობის ოფიციალური წარმომადგენელი მუჰამედ ასგარი იტყობინება, რომ ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ქუჩები დაიტბორა და მრავალი სახლი დაინგრა.

მისივე თქმით, წყალდიდობის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა და დაღუპულთა უმეტესობა სახლების დანგრევას ემსხვერპლა.

მუსონური წვიმები, რომელიც სამხრეთ აზიაში ივნისი-სექტემბრის პერიოდში მოდის, ყოველწლიურად მასშტაბურ სტიქიურ უბედურებებს იწვევს.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #პაკისტანი

მსგავსი ინფორმაციები