მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 773 ათასს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 773 ათასს გადააჭარბა

1474277
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 773 ათასს გადააჭარბა
5f32590cdd084.jpg

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვმა 773 ათას 198-ს მიაღწია. შემთხვევების რაოდენობამ 21 მილიონ 837 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა კი 14 მილიონ 568 ათას 746-ს გადააჭარბა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ეპიდემიით, გარდაცვლილთა რიცხვი 173 ათას 128-მდე, შემთხვევების კი 5 მილიონ 566 ათას 632-მდე გაიზარდა.

ბრაზილიაში, რომელიც ლათინური ამერიკის ეპიდემიის ეპიცენტრად გადაიქცა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 620 ადამიანი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რიცხვი 107 ათას 879-მდე გაიზარდა, ხოლო შემთხვევების რაოდენობამ 3 მილიონ 340 ათას 197-ს მიაღწია.

ვირუსით დაღუპულთა რიცხვი მექსიკაში 56 ათას 757-მდე, ხოლო შემთხვევების 522 ათას 162-მდე გაიზარდა.

ევროპაში ეპიდემიის ეპიცენტრ, ინგლისში, დაღუპულთა რაოდენობამ 41 ათას 366-მდე, შემთხვევების 318 ათას 484-მდე მოიმატა.

ვირუსის გამო სხვა ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი შემდეგია: იტალია (35 ათას 396), საფრანგეთი (30 ათას 410), ესპანეთი (28 ათას 617), პერუ (26 ათას 281), კოლუმბია (15 ათას 97), ჩილე (10 ათას 452), ბელგია (9 ათას 939), გერმანია (9 ათას 290), კანადა (9 ათას 26), ნიდერლანდები (6 ათას 172), ეკვადორი (6 ათას 70), შვედეთი (5 ათას 783), არგენტინა (5 ათას 703).

ბელგიაში, სადაც კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 9,939-მდე გაიზარდა და შემთხვევების რაოდენობამ 78,323-ს მიაღწია, დაავადებულთა რიცხვი პირველად შემცირდა ბოლო კვირების მანძილზე ზრდის შემდეგ.

ახალ ზელანდიაში, სადაც ვირუსის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, პრემიერ-მინისტრმა ჟასინდა არდერმა განაცხადა, რომ 19 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები კოვიდ-19-ის გამო 17 ოქტომბრამდე გადაიდო.



მსგავსი ინფორმაციები