ისრაელის ჯარები პალესტინელ ბავშვებსაც კი არ ინდობენ

ისრაელის ჯარები პალესტინელ ბავშვებსაც კი არ ინდობენ

1474129
ისრაელის ჯარები პალესტინელ ბავშვებსაც კი არ ინდობენ

პალესტინის პატიმართა დელეგაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ჯარებმა დაკავებული 15 წლის, 2 პალესტინელ ბავშვზე გადამეტებული ძალა გამოიყენეს.

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის  (პგო) დაქვემდებარებაში მყოფი, პალესტინის პატიმართა დელეგაციის მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ისრაელის ჯარებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 15 წლის, 2 პალესტინელი ბავშვი დააკავა, რომლებზეც დაკითხვის დროს ზეწოლა და გადამეტებული ძალა იქნა გამოყენებული. მათივე განცხადებით, დაკავებული ბავშვები ჯერ კიდევ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ პალესტინის ოფიციალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ისრაელის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამ დროისათვის,  5 ათასამდე პალესტინელი, მათ შორის 160 ბავშვი და  41 ქალია დაპატიმრებული.



მსგავსი ინფორმაციები