ჰულუსი აქარი და იაშარ გიულერი ლიბიაში ჩავიდნენ

ჰულუსი აქარი და იაშარ გიულერი ლიბიაში ჩავიდნენ

1474439
ჰულუსი აქარი და იაშარ გიულერი ლიბიაში ჩავიდნენ

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი იაშარ გიულერი, ლიბიასთან გაფორებული სამხედრო თანამშრომლობის  და ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების ადგილზე შესასწავლად ამ ქვეყანას ეწვივნენ. თურქ სამხედრო მაღალჩინოსნებს მიტიგას აეროპორტში სამხედრო ცერემონიით დახვდნენ. დახვედრის ცერემონიას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ  (გაერო) აღიარებული ლიბიის ეროვნული კონსენსუსის მთავრობის (UMH) გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი მუჰამედ  ეშ-შარიფი და თურქეთის ელჩი ლიბიაში, სერჰათ აქსენიც დაესწრნენ. ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის და ურთიერთგარიგების მემორანდუმის ფარგლებში გადასადგმელი ნაბიჯები და სხვა საკითხები იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები