გააფრთხილა თუ არა პარლამენტი მიშელ აუნიმ  ლიბანში მომხდარი აფეთქების შესახებ?

გააფრთხილა თუ არა პარლამენტი მიშელ აუნიმ  ლიბანში მომხდარი აფეთქების შესახებ?

1471494
გააფრთხილა თუ არა პარლამენტი მიშელ აუნიმ  ლიბანში მომხდარი აფეთქების შესახებ?

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნიმ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებიდან ორი კვირით ადრე  თავდაცვის უმაღლეს საბჭოს,  კონფიდენციალური დასკვნა გაუგზავნა, პორტში ამონიუმის ნიტრატის შესახებ.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის  ახლო  წყაროები ავრცელებენ. ამავე ინფორმაციით, აუნიმ შესაბამის უწყებებს პორტში არსებული ამონიუმის ნიტრატთან დაკავშირებით საჭირო ზომების აუცილებლობის მისაღებად 20  ივლისს ანგარიში გაუგზავნა მაგრამ, არანაირი ზომები არ იქნა მიღებული. საკითხთან დაკავშირებით თვით პრეზიდენტ მიშელ აუნის და თავდაცვის უმაღლეს საბჭოს არანაირი ოფიციალური შეფასება  ამ დროისათვის არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს ბეირუთში პორტში საწყობში სადაც დიდი რაოდენობის ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, ძლიერი აფეთქება მოხდა რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 171 ადამიანი დაიღუპა, 6000-ზე მეტი კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები