რუსეთი ხაფთარის მხარდაჭერას აგრძელებს

რუსეთი ხაფთარის მხარდაჭერას აგრძელებს

1469962
რუსეთი ხაფთარის მხარდაჭერას აგრძელებს

ლიბიის არმიიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმადა, ორი რუსული კარგოს თვითმფრინავი, გუშინ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე და არალეგიტიმური ხალიფა ხაფთარის ძალების მიერ კონტროლირებად სურთიში დაეშვა. მათივე განცხადებით აღნიშნული თვითმფრინავები სამხედრო გახლდათ რა, თუ რა ჩაიტანეს სურთიში ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ დროისათვის არ ფლობენ, მაგრამ, სავარაუდოდ სამხედრო საბრძოლო მასალა გადაიტანეს.

ცნობისათვის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ეგვიპტის, საფრანგეთის და რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ხლიფა ხაფთარმა თავის ძალებს 2019 წლის 4 აპრილს დედაქალაქ ტრიპოლზე თავდასხმების ბრძანება გასცა. ამის შემდეგ კი ლიბიის არმიამ მეამბოხეების წინააღმდეგ ამავე წლის 25 მარტს დაწყებული „მშვიდობის ქარიშხალი“ სახელწოდების ოპერაცია გააფართოვა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე კონტროლი დაამყარა.



მსგავსი ინფორმაციები