რა თანხით დაეხმარებიან დონორი სახელმწიფოები ლიბანს?

რა თანხით დაეხმარებიან დონორი სახელმწიფოები ლიბანს?

1470101
რა თანხით დაეხმარებიან დონორი სახელმწიფოები ლიბანს?

საფრანგეთის და გაერო-ს წინამძღოლობით დონორი სახელმწიფოები აფეთქების შედეგად დაზარალებული ლიბანის დასახმარებლად 252,7 მილიონი ევროს ოდენობით დახმარების პაკეტს გამოყოფენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენცია (ელისეის სასახლე) ავრცელებს. ლიბანის დასახმარებლად გამართულ კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებმა მტკიცედ აღნიშნეს, რომ დახმარების პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები,  გაერო-ს ზედამხედველობით უნდა იქნეს შესრულებული.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 6000-სს გასცდა.



მსგავსი ინფორმაციები