ლიბანში საპროტესტო აქციები მკაცრი დაპირისპირებების ფონზე გრძელდება

ლიბანში საპროტესტო აქციები მკაცრი დაპირისპირებების ფონზე გრძელდება

1470010
ლიბანში საპროტესტო აქციები მკაცრი დაპირისპირებების ფონზე გრძელდება

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში გუშინ საღამოს გამართული საპროტესტო აქციის დერო დემონსტრანტებს, რომლებსაც პარლამენტის შენობაში შესვლა სურდათ, სამართალდამცველებსა და მათ შორის მკაცრი დაპირისპირება მოხდა. დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი აქციის მონაწილეები 4 აგვისტოს პორტში მომხდარი აფეთქების პასუხისმგებლების დასჯას მოითხოვდნენ. სამართალდამცველებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მეორეს მხრივ, აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად მისულ პრეზიდენტ მიშელ აუნის სიძეს და დეპუტატს, დემონსტრანტებმა მათთან შესვლის უფლება არ მისცენ, რადგან მათი თქმით, ისინი არანაირ პოლიტიკურ დაჯგუფებას არ უჭერენ მხარს.

შეგახსენებთ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, პორტში 4 აგვისტოს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათასობით კიდევ დაშავებულია, საპროტესტო აქციები მოჰყვა. საპროტესტო აქციების დროს დღემდე ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, 238 ადამიანი დაშავდა მათ შორის 70 სამართალდამცველი, 20 ადამიანი კი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები