მაკრონი ლიბანს ეწვია

მაკრონი ლიბანს ეწვია

1468680
მაკრონი ლიბანს ეწვია

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნიმ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების სატელიტური გამოსახულები სთხოვა. ლიბანის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერმა ბეირუთში პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის დროს  მიშელ აუნიმ, ემანუელ მაკრონს მომხდართან დაკავშირებით გამოძიების პროცესში დახმარება და აფეთქების სატელიტური გამოსახულები სთხოვა. მაკრონმა კი აუნის პირობა მისცა, რომ უახლეს ხანებში გადასცემდნენ ხსენებულ გამოსახულებებს. ემაუელ მაკრონმა ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შეფასებებიც გააკეთა და დასძინა, რომ ფაქტი გამჭვირვალედ უნდა იქნეს გამოძიებული.

შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 5000-სს გასცდა.



მსგავსი ინფორმაციები