ბრაზილიაში ახალი ტიპის კორონავირუსით დანფიცირებულებს შორის პრეზიდენტის მეუღლეცაა

ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 676 ათასს გადააჭარბა

1464876
ბრაზილიაში ახალი ტიპის კორონავირუსით დანფიცირებულებს შორის პრეზიდენტის მეუღლეცაა
süper covid

ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 676 ათასს, დაავადებულთა 17 მილიონ 476 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 10 მილიონ 939 ათასს გადააჭარბა.

ბრაზილიაში, სადაც ეპიდემიის შედეგად 91 ათასი 263 ადამიანი დაიღუპა, ვირუსით 2 მილიონ 610 ათას 102 ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორისაა მიშელ ბოლსონარო, პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მეუღლე. აღინიშნა, რომ მიშელ ბოლსონაროს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას საჭირო პროტოკოლი ჩაუტარდება.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში 16 ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანი რიცხვი 30 ათას 254-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 377-ით 216 ათას 110-მდე მოიმატა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში 3 ადამიანი გარდაიცვალა ახალი ტიპის კორონავირუსის გამო და ამით დაღუპულთა რიცხვი 35 ათას 132 გახდა. ქვეყანაში, სადაც აქტიური შემთხვევების რაოდენობა 12,230-მდე შემცირდა, ბოლო დღეს 386 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.



მსგავსი ინფორმაციები