კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 17 მილიონს უახლოვდება

ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 17 მილიონს უახლოვდება

1463604
კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 17 მილიონს უახლოვდება
super covid19 abd

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო მსოფლიოში გარდაცვლილთა რიცხვმა 663 ათასს, დაავადებულთა 16 მილიონ 899 ათასს და გამოჯანმრთელებულთა კი 10 მილიონ 462 ათასს გადააჭარბა.

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 35 ათასი 123-მდე გაიზარდა. ქვეყანაში, სადაც აქტიური შემთხვევების რაოდენობა 12609-მდე გაიზარდა, ბოლო დღეს 181 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ესპანეთში კოვიდი-19-ით დაღუპულთა რიცხვი ბოლო 7 დღის განმავლობაში 6-ით 28,436 – მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა 905 ახალი შემთხვევა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 280 ათას 610-მდე მოიმატა.

პორტუგალიაში, ახალი ტიპის კორონავირუსით  3 ადამიანი გარდაიცვალა გასულ დღეს და ამით მთლიანი რიცხვი 1722 გახდა. ქვეყანაში, სადაც 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა რიცხვი 50 ათასი 410-ია.



მსგავსი ინფორმაციები