ტრამპი: „მათ, ვინც დააზიანებენ ფედერალურ შენობებს მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ“

ტრამპი: „მათ, ვინც დააზიანებენ ფედერალურ შენობებს მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ“

1463222
ტრამპი: „მათ, ვინც დააზიანებენ ფედერალურ შენობებს მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მათ, ვინც დააზიანებენ ფედერალურ შენობებს ქვეყანაში პოლიციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებისთვის, მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ. ტრამპმა ქვეყანაში რასიზმის და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ფარგლებში ფედერალურ შენობებზე ზიანის მიყენებას სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გამოეხმაურა და დასძინა: „პორტლენდში არსებული ფედერალური სასამართლოს შენობაზე ან კიდევ სხვა შტატებში ფედერალურ შენობებზე ზიანის მომყენებელი ანარქისტები, პროვოკატორები და  მომიტინგეები ბოლო დროს ძეგლების და ქანდაკებების მიმართ ზიანის მიყენების სასჯელით გასამართლდებიან. აღნიშნული კანონპროექტი კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

შეგახსენებთ, რომო 46 წლის წარმოშობით აფრიკელი  ჯორჯ ფლოიდი, რომელიც მიმდინარე წლის  25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა,  ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა, რომელიც მალე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც  გავრცელდა.


საკვანძო სიტყვები: #ტრამპი

მსგავსი ინფორმაციები