ნიუ-იორკში დემონსტრანტები პოლიციამ დაშალა

დემონსტრანტები, რომლებიც მანჰეტენზე დაახლოებით ერთი თვეა ატარებენ აქციას „დაიკავე მერიის შენობა“, პოლიციამ დაშალა

1460221
ნიუ-იორკში დემონსტრანტები პოლიციამ დაშალა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში, დემონსტრანტები, რომლებიც მანჰეტენზე დაახლოებით ერთი თვეა ატარებენ აქციას „დაიკავე მერიის შენობა“, პოლიციამ დაშალა.

ნიუ-იორკში სითი ჰოლის პარკი, სადაც დემონსტრანტები ერთი თვის განმავლობაში აქციებს მართავდნენ "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია"-ს საპროტესტო აქციების ფარგლებში, გუშინ დილით გათენებამდე სპეცრაზმმა გაათავისუფლა.

დემონსტრანტებიდან 7, რომელთაც ტერიტორიის დატოვება არ უნდოდათ და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, დააკავეს.

მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარკიდან გაიყვანეს, ნიუ-იორკის მერიის დასუფთავების სატვირთო მანქანებმა ადგილი გაიწმინდეს, მიმდებარე შენობებზე გაკეთებული წარწერები წაშალეს.

წარმოშობით აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის 25 მაისს მინესოტაში დაკავების დროს პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დაწყებული საპროტესო აქციების ფარგლებში დაახლოებით 100 კაციანმა ჯგუფმა ნიუ-იორკის მერიის წინ დაიწყო აქცია ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ბიუჯეტის შემცირების მოთხოვნით.

23 ივნისს დაწყებულ აქციას, ყოველდღიურად უფასო საკვების დარიგების გამო მისული უსახლკაროების ჩათვლით, ასობით ადამიანი შეუერთდა.


საკვანძო სიტყვები: #საპროტესტო აქცია , #ნიუ-იორკი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები