ბოკო ჰარამმა, 1 თვის წინ გატაცებული გაეროს თანამშრომლები მოკლა

ამავე ორგანიზაციამ, გასულ წელსაც ჰუმანიტარული დახმარების 4 თანამშრომელი მოკლა

1460303
ბოკო ჰარამმა, 1 თვის წინ გატაცებული გაეროს თანამშრომლები მოკლა

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ნიგერიაში, რადიკალურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია Boko Haram–მა, გატაცებული 5 ჰუმანიტარული დახმარების მუშაკი მოკლა. ბოკო ჰარამის მიერ Twitter–ის ანგარიშიდან გავრცელებულ 35–წამიან ვიდეო რგოლში ჩანს, რომ ორგანიზაციის შეიარაღებულმა პირებმა, ავტომატური იარაღით მოკლეს გასულ თვეს გატაცებული გაეროს ჰუმანიტარული დახმარების 5 თანამშრომელი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით რაიმე განცხადება არ გაავრცელა. ბოკო ჰარამმა გასულ წელში ჰუმანიტარული დახმარების 4 თანამშრომელი მოკლა. სულ კი, 2009 წლიდან დაწყებული, ამ ორგანიზაციამ მარტო ნიგერიაში 20 000-მდე ადამიანი მოკლა



მსგავსი ინფორმაციები