ლიბიის პარლამენტი ეგვიპტის გადაწყვეტილებას  მკაცრად აკრიტიკებს

ლიბიის პარლამენტი ეგვიპტის გადაწყვეტილებას  მკაცრად აკრიტიკებს

1459597
ლიბიის პარლამენტი ეგვიპტის გადაწყვეტილებას  მკაცრად აკრიტიკებს

ლიბიის პარლამენტმა, ეგვიპტის პარლამენტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სამხედროებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, კერძოდ კი ლიბიაში გაგზავნის ნებართვა გასცა, მკაცრად გააკრიტიკა. ლიბიის პარლამენტმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ეგვიპტის პარლამენტის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ თითქოს და ლიბიის ტომების წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, რომლებიც არალეგიტიმური მართველების მხარდაჭერით არიან ცნობილი, ამ ქვეყანაში სამხედროების გაგზავნის ნებართვის გაცემას ვგმობთ და სრულად ვემიჯნებით. ლიბია, ეგვიპტის სუვერენიტეტის მიმართ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და მათ მიერ მიღებული ეს  გადაწყვეტილება უსაფუძვლოა“.

მეორეს მხრივ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ლიბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფეთჰი ბაშაღამ  და აღნიშნა, რომ ეგვიპტის პარლამენტის გადაწყვეტილება, „ლიბიაში ინტერვენცია“ და „ომის გამოცხადებაა“.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის პარლამენტმა სამხედროების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაგზავნის ნებართვა გასცა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ეგვიპტის პრეზიდეტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ კაირომ შესაძლოა, ლიბიაში ჯარი გააგზავნოს.



მსგავსი ინფორმაციები