გერმანია ეგვიპტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

გერმანია ეგვიპტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

1459608
გერმანია ეგვიპტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მასმა, ეგვიპტის მხრიდან, ლიბიაში სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ჰეიკო მასმა ოფიციალური ვიზიტით ჩასულ საბერძნეთში თავის ბერძენ კოლეგასთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ეგვიპტის პარლამენტის მხრიდან სამხედროების ქვეყნის საზღვრებს გარეთ კერძოდ კი, ლიბიაში  გაგზავნის ნებართვა გააკრიტიკა და აღნიშნა:  „სამხედროების  განლაგების შესახებ გადაწყვეტილებები ვერ იქნება მისასალმებელი, რადგან ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობის ესკალაციის საფრთხეს. ჩვენ ლიბიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კრიზისი პოლიტიკური გზით მოგვარების მიზნით მხარეებს, კიდევ ერთხელ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოვუწოდებთ“.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის პარლამენტმა სამხედროების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაგზავნის ნებართვა გასცა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ეგვიპტის პრეზიდეტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ კაირომ შესაძლოა, ლიბიაში ჯარი გააგზავნოს.



მსგავსი ინფორმაციები