ბრაზილიაში კოვიდ-19-ის გამო 80 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 613 ათასს გადააჭარბა

1458663
ბრაზილიაში კოვიდ-19-ის გამო 80 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა
super korona fransa.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო (კოვიდ-19) დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოს მასშტაბით 613 ათასს, შემთხვევების რაოდენობამ 14 მილიონ 858 ათასს და დაავადებულთა კი 8 მილიონ 911 ათასს გადააჭარბა.
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ბრაზილიაში კოვიდ-19-ის გამო 80 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონ 121 ათასს გადააჭარბა და დაინფიცირებულებს შორის 2 მინისრტრიცაა. მოქალაქეობის მინისტრმა ონიქს ლორენზონიმ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პარასკევს ტესტირება ჩაიტარა და შედეგი დადებითია.  ასევე Twitter-ით განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმა მილტონ რიბეირომ და აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ზე ჩატარებული მისი ტესტი დადებითია, მას მკურნალობა უტარდება და მუშაობას დისტანციურად  გააგრძელებს.

დომინიკის რესპუბლიკაში, სადაც 12 ადამიანი დაიღუპა, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადებულთა რიცხვი ათას 101-ით 53 ათას 956-მდე გაიზარდა. ქვეყანაში,სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 45 დღით,  ქალაქებში დაწესდება ქუჩაში გასვლის აკრძალვა სხვადასხვა დროის ინტერვალებით, ხოლო ისინი, ვინც არ გამოიყენებენ ნიღბებს საზოგადოებრივ ადგილებში, დაჯარიმდებიან.

საფრანგეთში, ეპიდემიის გამო ბოლო 3 დღეში 25 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც მთლიანი რიცხვი 30 ათას 177-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 350-ით 208 ათას 328-მდე გაიზარდა. გუშინდელი დღიდან სავალდებულო გახდა ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში. ამ წესის დამრღვევი პირები 135 ევროთი დაჯარიმდებიან.



მსგავსი ინფორმაციები