აშშ-ს 20-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

ამერიკის 20-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

1458689
აშშ-ს 20-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების 20-ზე მეტ ქალაქში მუშები გაიფიცნენ რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

საპროტესტო გამოსვლები სახელწოდებით "გაფიცვა შავკანიანთა სიცოცხლისთვის" ორგანიზებული იქნა პროფკავშირების, სოციალური და რასობრივი სამართლიანობის ორგანიზაციების მიერ.

საპროტესტო აქციებს შეუერთდა ჯანდაცვს, ტრანსპორტის, სურსათის და მსგავს სექტორებში დასაქმებული ბევრი მუშა, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის პირობებში სახლებდან ვერ მუშაობენ.

ნიუ – იორკის მანჰეტენის რეგიონში მდებარე ტრამპის საერთაშორისო სასტუმროს გარეთაც გაიმართა მიტინგი.

აქციის მონაწილეებმა ასევე პატივი მიაგეს წარმოშობით აფრიკელი ამერიკელების ხსოვნას, რომლებიც ქვეყანაში პოლიციის ძალადობის გამო დაიღუპნენ.


საკვანძო სიტყვები: #საპროტესტო გამოსვლა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები