ისრაელში  კოვიდ-19-ის მიუხედავად ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციები მაინც გრძელდება

ისრაელში  კოვიდ-19-ის მიუხედავად ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციები მაინც გრძელდება

1456842
ისრაელში  კოვიდ-19-ის მიუხედავად ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციები მაინც გრძელდება

ისრაელში, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) მიუხედავად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციები მაინც გრძელდება.  გუშინ მსგავსი საპროტესტო აქცია გაიმართა დასავლეთ იერუსალიმშიც. „შავ დროშიანების“ სახელით ცნობილი დაჯგუფების ორგანიზებით შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დასავლეთ იერუსალიმში პრემიერ-მინისტრის სასახლის წინ აქცია გამართეს. ისინი ნეთანიაჰუს კორუფციაში სდებენ ბრალს და გადადგომისკენ მოუწოდებენ. მსგავსი საპროტესტო აქცია გაიმართა 14 ივლისსაც რა დროსაც 50-მდე აქციის მონაწილე დააკავეს.

ცნობისათვის, გასული წლის 21 ნოემბერს ისრაელის მთავარმა პროკურორმა, ავიჩაი მანდელბლიტმა გადაწყვიტა საქმის აღძვრა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ, კორუფციის სამი ცალკეული საქმისთვის.



მსგავსი ინფორმაციები