ირანში ანტისამთავრობო და აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ირანში ანტისამთავრობო და აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

1456739
ირანში ანტისამთავრობო და აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ირანის ქალაქ ბეჰბაჰანში სიკვდილით დასჯის შეჩერების მოთხოვნით ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გასული წლის ნოემბერში საწვავზე ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებში მონაწილე სამი პირის სიკვდილით დასჯა გააპროტესტეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამანეის საწინააღმდეგო ლოზუნგების გამო პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სიკვდილის დასჯა სხვადასხვა ქალაქებში გააპროტესტეს, რის გამოც დედაქალაქ თეირანის ჩათვლით მრავალ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

მეორეს მხრივ, სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ განხორციელებული თავდასხმების გაპროტესტების მსურველებს პოლიციამ ამის ნება არ მისცა. ქალაქ თავრიზში გამართულ აქციაზე „ყარაბაღი ჩვენია და სამუდამოდ ჩვენი იქნება“ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა თეირანში, სომხეთის საელჩოს წინაც, რასაც ირანის პოლიციის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა.


საკვანძო სიტყვები: #აქციები , #ანტისამთავრობო , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები