HRW-ი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს

HRW-ი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს

1456831
HRW-ი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აკრიტიკებს

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია (HRW), საფრანგეთს, ლიბიასთან მიმართებაში ეკონომიკური და სტრატეგიული პოლიტიკის გამო სერიოზულ დარღვევებში ადანაშაულებს. HRW-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ბრუნო სტაგო უგარტემ ფრანგულ Mediapart-ის ვებსაიტზე დაწერილ სტატიაში, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ლიბიაში ლეგიტიმური მთავრობის მხარდამჭერი, თურქეთის მიმართ კრიტიკული გამოსვლებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მაკრონის ამდაგვარი პოლიტიკა, ლიბიაში არასტაბილურობის გაღრმავებას იწვევს. უგარტე იმასაც აღნიშნავს, რომ მაკრონი, ეგვიპტის და არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან ლიბიაზე განხორციელებული ქმედებების და რუსული „ვაგნერის“ ამ ქვეყანაში ჩადენილის მიმართ დუმილი, იმაზე მიუთითებს, რომ იგი ამ ქვეყანაში არალეგიტიმურ ხალიფა ხაფთარს უჭერს მხარს. უგარტე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მაკრონის ეგვიპტის მხრიდან, ლიბიაში განხორციელებული ქმედებების მიმართ დუმილის მთავარი მიზეზი, აბდულ-ფათაჰ ალ-სისის მთავრობის მხრიდან დიდი რაოდენობით ფრანგული იარაღის შესყიდვა გახლავთ. უგარტე თავის სტატიაში იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მაკრონის მხრიდან არაბთა გაერთიანებული საემიროების მიმართაც ეგვიპტის მსგავსი პოზიცია, საფრანგეთის მხრიდან დიდი რაოდენობით იარაღის შესყიდვა გახლავთ. არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა მხოლოდ 2019 წელს საფრანგეთიდან 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი შეისყიდა.


საკვანძო სიტყვები: #ლიბია , #კრიტიკა , #ემანუელ მაკრონი , #HRW

მსგავსი ინფორმაციები